» » 1/4 ფინალურ ეტაპზე ბაიერნის მეტოქე მადრიდის რეალი იქნება

1/4 ფინალურ ეტაპზე ბაიერნის მეტოქე მადრიდის რეალი იქნება

17-03-2017, 15:37 LEV4NI ანონსი / მთავარი ამბები 0

1/4 ფინალურ ეტაპზე ბაიერნის მეტოქე მადრიდის რეალი იქნება
17 მარტს თბილისის დროით 15:00 საათზე შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

საკმაოდ საინტერესო 1/8 ფინალური ეტაპის შემდეგ დღეს ევროპის საუკეთესო კლუბებმა მათი მომავალი მეტოქეები გაიცნეს, აქედანვე უნდა ითქვას ისიც რომ კენჭისყრის შედეგები ნამდვილად უდიდეს ინტერესს იწვევს.

შეგახსენებთ რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა სამმა ესპანურმა და ორმა გერმანულმა გუნდმა მოახერხა, თითო წარმომადგენელი კი საფრანგეთს, ინგლისს და იტალიას ჰყავთ.

ამბასადორი კი ლივერპულის ლეგენდარული გოლეადორი იან რაში გახლდათ რომელმაც გუნდები საკმაოდ საინტერესოდ გადაანაწილა, მაშ ასე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ეგიდით ფეხბურთის გულშემატკივრები შემდეგი კლუბების პაექრობას იხილავენ...

მადრიდის ატლეტიკო (ესპანეთი)-ლესტერ სიტი (ინგლისი)
დორტმუნდის ბორუსია (გერმანია)-მონაკო (საფრანგეთი)
მიუნხენის ბაიერნი (გერმანია)-მადრიდის რეალი (ესპანეთი)
ტურინის იუვენტუსი (იტალია)-ბარსელონა (ესპანეთი)

1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 11 და 12 აპრილს გაიმართება, 1/2 ფინალისტი გუნდების ვინაობა კი ოფიციალურად 18/19 აპრილს გახდება ცნობილი. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ ბაიერნი პირველ დაპირისპირებას საკუთარ სტადიონზე გამართავს.
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..