» » სანიოლი: კიმიხის ადგილი ნახევარდაცვაშია

სანიოლი: კიმიხის ადგილი ნახევარდაცვაშია

20-03-2017, 14:30
059
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი, "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიერ, ახალგაზრდა "ბავარიელის", ჯოშუა კიმიხის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და საკუთარი აზრი დააფიქსირა, ხსენებული ფეხბურთელის, სათამაშო პოზიციასთან დაკავშირებით.

"უკანა ხაზში, ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი მაინც დაცვას მიეკუთვნება. პირადად მე კი ვფიქრობ, რომ კიმიხის ადგილი არა დაცვაში არამედ, ნახევარდაცვაშია. ამ პოზიციაზე, მასში გაცილებით მეტ პოტენციალს ვხედავ"- ციტირებს ექს-ბავარიელის სიტყვებს, ინტერნეტ-გამოცემა Sky Germany.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუმენიგემ, ბავარიულ სპორტულ გამოცემა Tageszeitung-თან მიცემულ ინტერვიუში, ჯოშუა კიმიხის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც, "ბავარიელთა" ამჟამინდელი კაპიტანი ფილიპ ლამი, მიმდინარე სეზონის ბოლოს, საკუთარ საფეხბურთო კარიერას ოფიციალურად დაასრულებს, კლუბში სწორედ კიმიხს მოიაზრებენ იმ ფეხბურთელად, რომელმაც უნდა დაიკავოს აღნიშნული ვაკანტური ადგილი, მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

22 წლის ფეხბურთელი, გერმანული გრანდის რიგებში, 2015 წლიდან ირიცხება. მან, მიმდინარე სეზონში, მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 7 გოლი და განახორციელა 2 შედეგიანი გადაცემა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოქმედი კონტრაქტი კი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..