» » 10 ბავარიელი სანაკრები შეკრებებზე გაემგზავრება

10 ბავარიელი სანაკრები შეკრებებზე გაემგზავრება

21-მარ-2017, 21:49
0457
დღეს ზაბენერშტრასეზე სიჩუმე იყო. „ბავარიის“ ფეხბურთელებიდან უმეტესობა თავ-თავიანთი ნაკრების განკარგულებაში გაემგზავრა. რამოდენიმე ამხანაგური თამაშის გარდა „ბავარიელებს“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებიც ელოდებათ. fcbayern.com გვამცნობს, თუ სად გაატარებენ მომდევნო დღეებს ჩვენი ფეხბურთელები.

პოდოლსკის გამოსამშვიდობებელი მატჩი, შემდეგ კი აზერბაიჯანი

ოთხშაბათს საღამოს (ჩვენი დროით 23:45 საათზე) დორტმუნდში კლასიკური დაპირისპირება გაიმართება - გერმანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუმცა, ეს მხოლოდ სატესტო თამაში არაა, ეს ექს-ბავარიელის ლუკას პოდოლსკის გამოსამშვიდობებელი მატჩია. მათს ჰუმელსი, იოზუა კიმიხი და თომას მიულერი ლუკასთან მხარდამხარ იბრძოლებენ აღნიშნულ მატჩში და მის ღირსეულ გაცილებას უზრუნველყოფენ. მანუელ ნოიერი ამჯერად იძულებულია შეკრება გამოტოვოს.

შემდგომ „ბავარიელთა“ სამეული ბაქოში გაემგზავრება. მატჩში აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ, გერმანელები მოგებას გეგმავენ, რათა იდეალურად გაიარონ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი, 5 შეხვედრიდან 5-ვე მოგებით.

ესპანელებს ლიდერობის გამყარება სურთ

ხავი მარტინესს და ტიაგო ალკანტარას პარასკევს შეუძლიათ წინ დიდი ნაბიჯი გადადგან რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე. ხიხონში ესპანეთი ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება (24 მარტი, 23:45სთ.), რომელიც ჯგუფური ეტაპის ცხრილში მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ ესპანეთს.
სატესტო მატჩი კი ესპანელებს 28 მარტს საფრანგეთთან ელოდება.

ალაბას შანსის მოპოვება სურს, სანჩესს კი მე-2 ადგილზე გამყარება

მოლდოვაში დავიდ ალაბასათვის ამოცანას ჯგუფში ხელსაყრელი პოზიციის დაკავება წარმოადგენს. ავსტრიის ნაკრები 4 ქულით ჯგუფში, მხოლოდ მე-4 ადგილზეა განთავსებული, ცხრილის ლიდერ გუნდთან კი მას 6 ქულა აშორებს. მე-2 ადგილამდე, რომელიც ფლეი-ოფში გასვლას უზრუნველყოფს მათ მხოლოდ 4 ქულა აკლდებათ, ამის გარდა, 28 მარტს ავსტრიელები სატესტო მატჩში ფინლანდიელებს დაუპირისპირდებიან

ამავე დღეს რენატუ სანჩესი პორტუგალიის შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩს გამართავს შვედებთან. 3 დღით ადრე სანჩესს კი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში ძალების მოსინჯვა ძლიერ მოწინააღმდეგესთან - უნგრელებთან უწევს (25 მარტს, 23:45 საათზე). უნგრეთი ცხრილში მესამე ადგილს იკავებს და პორტუგალიელებს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

ლევანდოვსკი და რობენი პირდაპირი კონკურენტების წინააღმდეგ

დღეს-დღეობით ევროპის კვალიფიკაციის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი 26 მარტს მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ჯგუფ Е-ში პორტუგალიას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და მე-2 ადგილზეა განთავსებული.
ასევე 3 ქულით უკანაა ჯგუფ А-ში არიენ რობენის გუნდი საფრანგეთის ნაკრებისგან. ამიტომ, მატჩში ბულგარეთთან (25 მარტი, 23:45სთ) „სტაფილოსფერებმა“ აუცილებლად უნდა აიღონ ქულები. ჰოლანდიელებს კი ბოლოსკენ არც თუ ისე ადვილი სატესტო მატჩი ელოდება იტალიის ნაკრებთან (28 მარტი, 23:45სთ.).

გადამწყვეტი დუელი ვიდალისათვის

არტურო ვიდალმა ამჯერად წინ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას რუსეთისაკენ. საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩილელები გასვლაზე არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან (24 მარტი, 03:30სთ.), შემდეგ კი სახლში ვენესუელას შეხვდებიან (29 მარტი, 03:00 სთ.). ამ ეტაპზე სამხრეთ ამერიკის კვალიფიკაციაზე ჩილე მე-4 ადგილს იკავებს (ავტომატურად თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატზე; ხოლო, გუნდი, რომელიც მეხუთე ადგილს დაიკავებს ფლეი-ოფებში უნდა ითამაშოს) და 1 ქულით უსწრებს არგენტინის ნაკრებს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..