» » De Telegraaf: რობენი საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

De Telegraaf: რობენი საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

23-03-2017, 11:19
060
მიუნხენის "ბაიერნის" 33 წლის ჰოლანდიელი ვინგერი არიენ რობენი, ინტერნეტ-გამოცემა De Telegraaf-თან მიცემულ ინტერვიუში, სანაკრებო კარიერის შესახებ, საინტერესო კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით იგი აქტიურად განიხილავდა ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებას, თუმცა ბოლო მომენტში აზრი შეიცვალა და დარჩენა გადაწყვიტა.

"რაღაც მომენტში, ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა, თუ რა იქნებოდა უკეთესი, მეთამაშა მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნისათვის" და მთელი ჩემი ძალისხმევა აქეთკენ მიმემართა, თუ საკლუბო კარიერასთან ერთად, ნაკრებში მოღვაწეობაც გამეგრძელებინა. ეს საკითხი, ჩემს ოჯახთან და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების, მთავარ მწვრთნელთანაც განვიხილე. საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჯერ-ჯერობით, ჩემი ფიზიკური კონდიციები მაძლევს იმის საშუალებას, რომ ბრძოლა ორ ფრონტზე განვაგრძო. მსურს კიდევ ერთხელ მივიღო, მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე"-ციტირებს, "მფრინავი ჰოლანდიელის" სიტყვებს De Telegraaf-ი.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ "ბავარიელთა" შემტევი ნახევარმცველი, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, კვლავაც დამახასიათებელი, მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით, ჩატარებული 26 შეხვედრიდან, 33 წლის გარემარბმა, 11 გოლის გატანა და 8 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა. "რეკორდმაისტერსა" და არიენ რობენს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კი, 2018 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..