» » ლევანდოვსკი: ჩემთვის მთავარი გუნდური წარმატებაა !

ლევანდოვსკი: ჩემთვის მთავარი გუნდური წარმატებაა !

23-03-2017, 15:24
0110
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი, გერმანიის ჩემპიონატში არსებულ, ბომბარდირთა დავაზე საუბრობს. როგორც 28 წლის თავდამსხმელმა, ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის მთავარი არა ინდივიდუალური წარმატება, არამედ გუნდური შედეგია.

"მართალი გითხრათ, ბომბარდირთა ცხრილს, მხოლოდ ცალი თვალით ვუყურებ. არ ვფიქრობ იმაზე, რომ ყველაზე მეტი, მე უნდა გავიტანო, ჩემთვის მთავარი გუნდური წარმატებაა. შესაძლებელია, ამ ყველაფერზე მას შემდეგ გავაკეთო აქცენტი, თუკი მიუნხენის "ბაიერნი" ვადაზე ადრე მოიპოვებს საჩემპიონო ტიტულს"-აღნიშნავს ლევანდოვსკი.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, "ბავარიელთა" თავდამსხმელი, ჟურნალისტთან საუბრისას, კიდევ ერთ თემას შეეხო. უეფას ჩემპიონთა ლიგის, მოახლოებულ 1/4 ფინალურ მატჩს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ და ასეთი სახის კომენტარი გააკეთა.

"არ ვფიქრობ, რომ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს უფრო მეტი აღიარება უნდა ჰქონდეთ ვიდრე "ბაიერნის" მოთამაშეებს. ვინც მიუნხენური კლუბის შემადგენლობას გადახედავს ნახავს, რომ აქაც არანაკლები ვარსკვლავები თამაშობენ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თუ რისი შესაძლებლობა გაგვაჩნია. მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშის დროს, ჩვენი მიზანი, საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირება იქნება"-ციტირებს პოლონელი გოლიადორის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა, მიუნხენის "ბაიერნსა" და "სამეფო" კლუბს შორის, 12 აპრილს, "ალიანც არენაზე" გაიმართება, ხოლო განმეორებითი დაპირისპირება კი, ესპანეთის დედაქალაქში 19 აპრილს არის ჩანიშნული.

რაც შეეხება, გერმანიის ჩემპიონატში არსებულ ბომბარდირთა დავას. ბუნდესლიგაში ჩატარებული 25-ე ტურის მონაცემების მიხედვით, რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე, 21 გატანილი გოლია აღნიშნული. მისი უშუალო კონკურენტები კი დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობემეიანგი და საფეხბურთო კლუბ "კიოლნის" შემტევი, ანტონი მოდესტია, რომელთაც, შესაბამისად 23 და 22 გოლი აქვთ გატანილი, მეტოქეთა კარში.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..