» » Liverpool Echo: ალონსო საკუთარ კარიერაზე საუბრობს

Liverpool Echo: ალონსო საკუთარ კარიერაზე საუბრობს

25-03-2017, 12:34
098
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი ჩაბი ალონსო, ინგლისურ ინტერნეტ-გამოცემა Liverpool Echo-სთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი კარიერის შესახებ საუბრობს. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, სხვადასხვა დროს იგი, ინგლისის, ესპანეთისა და გერმანიის, საუკეთესო საფეხბურთო კლუბებში თამაშობდა და ამით თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

"მე ვთამაშობდი, ინგლისის, ესპანეთისა და გერმანიის საუკეთესო კლუბებში, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანიც სწორედ ეს იყო, მქონოდა კარიერა, რომლითაც ვიამაყებდი. სხვადასხვა დროს, მითამაშია უდიდესი ფეხბურთელების გვერდით, მიმუშავია უმაღლესი კლასის სპეციალისტებთან ერთად და შემიძლია ვთქვა, რომ მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულის" შემადგენლობაში, უკვე დიდი ხანია რაც არ ვასპარეზობ, ამ კლუბს ჩემს გულში კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს"-ციტირებს 35 წლის ფეხბურთელის სიტყვებს, ინტერნეტ-გამოცემა.

შეგახსენებთ, "რეკორდმაისტერის" გამოცდილმა ნახევარმცველმა, რამდენიმე ხნის წინ, ოფიციალურად დაადასტურა ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, საკუთარი საფეხბურთო კარიერის დასრულებას და "დიდი ფეხბურთიდან" წასვლას აპირებს.

ვეტერანი ესპანელი, გერმანული გრანდის რიგებში, 2014 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, ალონსომ, მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით, 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 3 გოლი და განახორციელა 1 საგოლე გადაცემა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..