» » Sport1.de: ჰიონესი ნაგელსმანის მუშაობით მოხიბლულია

Sport1.de: ჰიონესი ნაგელსმანის მუშაობით მოხიბლულია

26-03-2017, 13:05 -ss- სიახლეები 0 29

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიელთა" ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნაგელსმანის მუშაობით მოხიბლულია და არ გამორიცხავს, მომავალში მიუნხენის "ბაიერნსა" და ხსენებულ სპეციალისტს შორის, თანამშრომლობაც კი შედგეს.

"იულიან ნაგელსმანი შესანიშნავი სპეციალისიტია, შემიძლია განვაცხადო, რომ ის ერთ-ერთი მწვრთნელია მათ შორის, ვინც შესაძლოა, სამომავლოდ "ბავარიის" ინტერესის სფეროში მოექცეს"-ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Sport1-ი.

შეგახსენებთ, გასულ წელს, 28 წლის ასაკში მყოფი იულიან ნაგელსმანი, "ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა და ბუნდესლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ კლუბს, საკმაოდ დიდი წარმატებაც მოუტანა. საკუთარი ასაკიდან გამომდინარე, იულიანი გახდა, ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი, გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში და ხსენებული ქვეყნის, წლის საუკეთესო სპეციალისტის წოდებაც კი მიენიჭა.

მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგაში გამართული 25-ე ტურის მონაცემების მიხედვით, იულიან ნაგელსმანის შეგირდები 45 ქულით, მე-4 პოზიციას ინარჩუნებენ და ევრო-ტურნირებზე ასპარეზობის უფლების, მოპოვებისათვის ბრძოლაში, წარმატებულ სვლას განაგრძობენ. შემდეგ მატჩს, "ჰოფენჰაიმი" სტუმრად ბერლინის "ჰერტას" წინააღმდეგ გამართავს. ბუნდესლიგის 26-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა, ამა წლის 31 მარტს, თბილისის დროით 22:30 საათზე არის ჩანიშნული.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..