» » ზიულე: ჩემი გვარი უნგრული წარმოშობისაა

ზიულე: ჩემი გვარი უნგრული წარმოშობისაა

26-03-2017, 14:40 dachi8 სიახლეები 0 37

“ჰოფენჰაიმისა“ და ეროვნული ნაკრების მცველი ნიკლას ზიულე, რომელიც ზაფხულში „ბავარიის“ ფერებს მოირგებს, თავის კარიერის დასაწყისში მომხდარ ამბავს იხსენებს. ასევე, ხსნის თუ რატომ აირჩია მომავალ კლუბად „ბავარია“ და არა „ჩელსი“.

„ჯერ 16 წლისაც არ ვიყავი, რომ თურქეთის ნაკრებიდან დამირეკეს. მათი სურვილი ის გახლდათ, რომ მე თურქეთის ნაკრებში მეთამაშა. ჩემი გვარი, თურქული გვარისავით ჟღერს, მაგრამ ზიულე არა თურქული, არამედ უნგრული წარმოშობისაა. მამაჩემი გერმანიაში დაიბადა, მაგრამ 16 წლამდე მას კიდევ ერთი პასპორტი ჰქონდა - უნგრეთის“ - ციტირებს ნიკლასის სიტყვებს გერმანული ინტერნეტ-გამოცემა tz.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აირჩია მან „ბავარია“ და არა „ჩელსი“, ზიულე პასუხობს: „პრაქტიკულად ორივე წინადადება ერთდროულად მივიღე. რა თქმა უნდა, ის , რომ პრემიერ-ლიგის ლიდერი ჩემით დაინტერესებული იყო, წარმოუდგენელ სიახლეს წარმოადგენდა. მაგრამ ჩემთვის უკეთესია ბუნდესლიგაში დავრჩე. ბავარია კი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში“ - აცხადებს მცველი.

ნიკლას ზიულე მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავი სტატისტიკით გამოირჩევა: 2107 წუთი სათამაშო დრო, 65,3% მოგებული ორთაბრძოლები. 88,4% გადაცემების სიზუსტე და 245 ართმევა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..