» » Bild: რაინერ კალმუნდი ალონსოს შესახებ საუბრობს

Bild: რაინერ კალმუნდი ალონსოს შესახებ საუბრობს

27-03-2017, 12:06 -ss- სიახლეები 0 31

ლევერკუზენის "ბაიერის" ყოფილი მენეჯერი რაინერ კალმუნდი, "რეკორდმაისტერის" ესპანელი ლეგიონერის, ჩაბი ალონსოს შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე, ალონსოს დანიშვნა, მას შემდეგ რაც, იგი ოფიციალურად დაასრულებდა საკუთარ საფეხბურთო კარიერას, კლუბის მხრიდან განხორციელებული, მართებული გადაწყვეტილება იქნებოდა.

"მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 20 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ მათ ნაწილს, სამწუხაროდ სათადარიგო სკამზე უწევს ჯდომა. ამ მოთამაშეებს ესაჭიროებათ, ერთგვარი გამხნევება და საკუთარ ძალებში დარწმუნება, ხოლო ამაში დაეხმარებათ ის პიროვნება ვინც თავად თამაშობდა, წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე. ჩემი შეფასებით, ალონსოს კანდიდატურა, იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მიუნხენური კლუბის, სპორტული დირექტორის თანამდებობისათვის. ის ფლობს, ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ სასაუბრო ენას, აქედან გამომდინარე ენობრივი ბარიერიც, პრობლემას არ წარმოადგენს."-ციტირებს 68 წლის გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს, ინტერნეტ-გამოცემა Bild-ი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც მათიას ზამერმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის თანამდებობა, ვადაზე ადრე დატოვა, კლუბი კვლავაც შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატურის ძიებაშია. რამდენიმე ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია , რომ "ბავარიელთა" გამოცდილმა საყრდენმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, მიმდინარე სეზონის ბოლოს, საფეხბურთო კარიერის დასრულება და "დიდი ფეხბურთიდან" წასვლა დაანონსა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..