» » კროოსი : ანჩელოტი შესანიშნავი სპეციალისტია

კროოსი : ანჩელოტი შესანიშნავი სპეციალისტია

27-03-2017, 13:01
0116
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ტონი კროოსი, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, "რეკორდმაისტერის" იტალიელი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა FAZ-სთან მიცემულ ინტერვიუში ექს-ბავარიელმა, 57 წლის სპეციალისტის, მადრიდულ კლუბში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ კარლოსთან მუშაობა, თითოეული ფეხბურთელისათვის ძალიან დიდ კომფორტს წარმოადგენდა.

"შემიძლია ვთქვა, რომ კარლო ანჩელოტი არის მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებთან საუბარს, ძალიან დიდ დროს უთმობს და ქმნის საოცარ კომფორტულ გარემოს. მაშინ, როდესაც კარლომ მადრიდის "რეალი" დატოვა, თითოეული ფეხბურთელი გულდაწყვეტილი იყო" -განაცხადა 27 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2013-2015 წლებში მუშაობდა. მისი თაოსნობით, "სამეფო" კლუბმა მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა (2013/2014 საფ. სეზონში) , ესპანეთის თასი, (2013/2014) უეფას სუპერთასი (2014 წ) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2014 წ)

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში კარლო ანჩელოტი, საკუთარი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გამართავს ორთაბრძოლას. პირველი მატჩი, ზემოხსენებული ტურნირის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის, 12 აპრილს, "ალიანც არენაზე " გაიმართება.

შეხვედრა, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..