რიბერი: ბაიერნი ჩემი ბოლო კლუბი იქნება ევროპაში » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » რიბერი: ბაიერნი ჩემი ბოლო კლუბი იქნება ევროპაში

რიბერი: ბაიერნი ჩემი ბოლო კლუბი იქნება ევროპაში

27-03-2017, 14:47 dachi8 სიახლეები 0

რიბერი: ბაიერნი ჩემი ბოლო კლუბი იქნება ევროპაში
„ბავარიის“ ვინგერმა ფრანკ რიბერიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ბავარიიდან“ წასვლის შემდეგ შესაძლოა ევროპის ფარგლებს გარეთ გააგრძელოს კარიერა და „ბაიერნი“ მისი ბოლო კლუბი იქნება ევროპაში.

„იმ დრომდე ვითამაშებ, სანამ ჩემი მუხლი, ტერფი და ზურგი ჩემგან ამის შეწყვეტას არ მოითხოვენ. მაღალ დონეზე ვიმედოვნებ, კიდევ 2-3 წელს შევძლებ თამაშს, თუ ტრავმები არ მომაწყენენ თავს. ყოველთვის ვიძახდი, რომ „ბავარია“ - ჩემი ბოლო კლუბია ევროპაში“, - ციტირებს რიბერის სიტყვებს Sport.de.

ასევე ნახევარმცველმა აღიარა, რომ ადრე მიუნხენური კლუბიდან წასვლის ვარიანტებს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ „ბავარიაში“ დარჩა.

„2008 ან 2009 წელს უამრავი შემოთავაზება მქონდა ტოპ-კლუბებისგან. ჩემით დაინტერესებულნი იყვნენ „იუვენტუსი“, „ინტერი“, „მილანი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. რა თქმა უნდა, მაშინ დავფიქრდი კარიერაში ცვლილებებზე, თუმცა საბოლოოდ „ბავარიაში“ დავრჩი.

33 წლის ფრანგმა 2016 წლის მიწურულს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სურვილი აქვს „ბავარიაში“ უფრო დიდი ხნით დარჩეს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.