» » რიბერი: ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს

რიბერი: ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს

28-03-2017, 11:38
0132
"რეკორდმაისტერის" შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, უეფას ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ 1/4 ფინალურ დაპირისპირებაზე საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, 33 წლის ვინგერმა აღნიშნა, რომ მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის გასამართ ორთაბრძოლაში ფავორიტი არ არსებობს.

"ჩვენ წინ ძალიან მძიმე ბრძოლა გველის. ორი უმაღლესი კლასის გუნდის დაპირისპირებას ვიხილავთ. მადრიდელებთან მატჩში, თითოეული ფეხბურთელი იდეალურ ფორმაში უნდა იყოს. შეცდომების დაშვება, უბრალოდ არ შეიძლება. როგორც წესი, სხვა მეტოქესთან ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზეც ვახერხებთ გამარჯვებას, მაგრამ არა "რეალთან". ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტი არ არსებობს. ორივე ეს გუნდი თანაბარი ძალისაა და არცერთი მათგანისთვის, მარტივი არ იქნება", - ციტირებს "ბავარიელთა" შემტევის სიტყვებს Kicker-ი

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირევლი 1/4 ფინალური დაპირისპირება, მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის, "ალიანც არენაზე" 12 აპრილს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..