» » კიმიხი: მომავალს იმედის თვალით ვუყურებ

კიმიხი: მომავალს იმედის თვალით ვუყურებ

28-03-2017, 14:08
0103
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელი იოშუა კიმიხი, ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ბუნდეს ნაკრების მაისურით გამართულ შეხვედრებზე და მიუნხენურ კლუბში, მის მომავალზე საუბრობს. 22 წლის ფეხბურთელის განცხადებით, იგი ოპტიმისტურ განწყობაზეა და იმედოვნებს, რომ სულ მალე გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ორივე შეხვედრის ძირითად თერთმეტეულში დაწყება და მოედანზე მთელი 90 წუთით თამაში. მე კვლავ შევიგრძენი საფეხბურთო რითმი და ვგრძნობდი მთლიან თამაშს. ეს სრულიად განსხვავებული გრძნობაა, იმასთან შედარებით, როდესაც შენ 10-15 წუთით გიწევს თამაში. ვიმედოვნებ "ბავარიის" რიგებშიც მეტი სათამაშო დრო მომეცემა. როდესაც ვარჯიშზე მივდივარ, სულ ვცდილობ, რომ 100 პროცენტით დავიხარჯო, რათა მოვახერხო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად ჩვენება", - ციტირებს კიმიხის სიტყვებს გამოცემა Bild-ი.

ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბუნდეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, იოშუა კიმიხის მისამართით, საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ძალიან კარგი იქნებოდა, თუ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, იოშუა კიმიხი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებდა", - განაცხადა 57 წლის სპეციალისტმა ინტერნეტ-გამოცემა Spox-თან მიცემულ ინტერვიუში და მიანიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე ხედავს კიმიხის ადგილს გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში, 22 წლის გერმანელმა, მიუნხენური კლუბის მაისურით, 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა განახორციელა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, 2020 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..