» » AS: ანჩელოტის კარასკო სურს

AS: ანჩელოტის კარასკო სურს

30-მარ-2017, 11:39
0341
მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დაინტერესებულია, მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელი ნახევარმცველის, იანიკ ფერეირა კარასკოს ტრანსფერის განხორციელებით. ამის შესახებ იუწყება, ესპანური ინტერნეტ-გამოცემა AS-ი.

ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციის თანახმად, "ბავარიელთა" თავკაცი მოხიბლულია, 23 წლის ფეხბურთელის თამაშით და მისი მოთხოვნის შესაბამისად, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა, უახლოეს სატრანსფერო პერიოდში, ფეხბურთელის შეძენას შეეცდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "რეკორდმაისტერისათვის" ეს ძალიან რთულად გადასაწყვეტი საკითხი იქნება, რადგანაც, კარასკოს ტრანსფერისათვის, არაერთი ევროპული გრანდი იბრძვის და თავის მხრივ, მადრიდის "ატლეტიკოც" არ აპირებს, ამ უკანასკნელის გაშვებას, 100 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად.

მადრიდულ კლუბსა და იანიკ ფერეირა კარასკოს შორის მოქმედი ხელშეკრულება, 2022 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. სტატისტიკის მოყვარულებს გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, ბელგიელმა ფეხბურთელმა "ატლეტიკოს" მაისურით, ყველა ტურნირზე 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 12 გოლი და განახორციელა 5 საგოლე გადაცემა. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად მადრიდული კლუბი, ახალგაზრდა ბელგიელში, გაცილებით მეტ თანხას ითხოვს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..