» » ანჩელოტი: ნოიერი მალე დაბრუნდება

ანჩელოტი: ნოიერი მალე დაბრუნდება

1-04-2017, 09:24
0112
მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, "რეკორდმაისტერის" გულშემატკივართათვის დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს. საქმე მანუელ ნოიერის ტრავმასეხება, რომელმაც ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. 57 წლის სპეციალისტის განცხადებით, მიუნხენელთა კარის დარაჯს, დორტმუნდის "ბორუსიას" და მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრების გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება და იგი გუნდს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

"შემიძლია ვთქვა, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" და მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშისათვის, მანუელ ნოიერი სრულ მზადყოფნაში იქნება. მას გარკვეული პრობლემები აქვს, რომელიც ფეხის თითს უკავშირდება, თუმცა ხსენებული ტრავმა არ ქმნის იმის საფრთხეს, რომ მანუელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა გამოტოვოს", - აღნიშნა მიუნხენელთა თავკაცმა.

გარდა ზემოხსენებული საკითხის, კარლო ანჩელოტი ასევე შეეხო კიდევ ერთი დაშავებული "ბავარიელის" ჯანმრთელობის მდგომარეობას.

"რაც შეეხება დუგლას კოშტას, ამ მხრივაც ჩვენი პროგნოზი ოპტიმისტურია. ბრაზილიელი, შემდეგი კვირიდან შეძლებს, ვარჯიშის განახლებას და ვფიქრობ, რომ "სამეფო" კლუბის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, სათანადო ფიზიკური კონდიციებით შეხვდება", - ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Marca, იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნს" ბუნდესლიგის ეგიდით გასამართი მატჩი, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ 8 აპრილს ელის, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება მადრიდის "რეალთან" კი, "ალიანც არენაზე" 12 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..