» » dello Sport: რუმენიგე დიბალას შესახებ საუბრობს

dello Sport: რუმენიგე დიბალას შესახებ საუბრობს

3-04-2017, 10:29 -ss- სიახლეები 0 43

"რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ინტერნეტ-გამოცემა dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი შემტევის, პაულო დიბალას შესახებ საუბრობს. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით, იგი ხსენებულ ფეხბურთელს სიამოვნებით იხილავდა მიუნხენელთა რიგებში, თუმცა ამაში ხელს, არანორმალურად მაღალი სატრანსფერო ფასი უშლის.

"მიუნხენის "ბაიერნში" ისევე როგორც ტურინის "იუვენტუსში" მსოფლიო კლასის ფეხბურთელები ასპარეზობენ. რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობ ისეთი ფეხბურთელის გადმობირების საკითხზე, როგორიც პაულო დიბალაა. პრობლემა იმაშია, რომ არც ერთ უმაღლესი დონის ფეხბურთელს ტრანსფერზე არ აყენებენ. ან უნდა გადაიხადო არანორმალურად მაღალი ფასი, სასურველი ფეხბურთელის შესაძენად, ან უბრალოდ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ვერ მიიღებ ვერაფერს"-ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს dello Sport-ი.

შეგახსენებთ, 23 წლის ფეხბურთელი, ტურინული კლუბის შემადგენლობაში 2015 წლიდან ირიცხება. მისი მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2020 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. არგენტინელმა შემტევმა, მიმდინარე სეზონში, იტალიური გრანდის მაისურით, ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 14 გოლი და განახორციელა 7 შედეგიანი გადაცემა. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, ამ მომენტისათვის 50 მილიონ ევროს შეადგენს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..