» » ანჩელოტი: რთული მატჩი გველის

ანჩელოტი: რთული მატჩი გველის

4-04-2017, 10:33 -ss- ანონსი 0

ანჩელოტი: რთული მატჩი გველის
მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი, ბუნდესლიგის ეგიდით, "ჰოფენჰაიმთან" დღეს გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს. 57 წლის სპეციალისტის განცხადებით, "ჰოფენჰაიმი" მიმდინარე სეზონში, შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და "რეკორდმაისტერს" ძალიან რთული შეხვედრა ელის.

"ჰოფენჰაიმი ძალიან კარგი გუნდია. ისინი შესანიშნავად ასპარეზობენ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ მომენტისათვის ეს კლუბი ერთ-ერთი საუკეთესოა ბუნდესლიგაში. დღევანდელი ჩვენი მეტოქე გამოირჩევა, ძალიან ძლიერი შეტევით და ამავე დროს, არაჩვეულებრივი დაცვით. ვიცით, რომ წინ ადვილი გასეირნება არ გველის", - ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი, იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის 27-ე ტურის ეგიდით, დღეს 4 აპრილს, მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ჰოფენჰაიმს" ეწვევა. ამ მომენტისათვის, მიუნხენური კლუბი 65 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეშია, ხოლო იულიან ნაგელსმანის შეგირდები, 48 ქულით, მესამე პოზიციას ინარჩუნებენ.

" WIRSOL Rhein-Neckar-Arena"-ზე დღეს გასამართი შეხვედრა, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..