» » Heidelberg 24: ჰიონესის რჩევა იულიან ნაგელსმანს

Heidelberg 24: ჰიონესის რჩევა იულიან ნაგელსმანს

4-04-2017, 13:02
0125
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის მუშაობით აღტაცებულია და მას რჩევასაც აძლევს. როგორც "ბავარიელთა" ხელმძღვანელმა, Heidelberg 24-თან საუბრისას აღნიშნა, 29 წლის გერმანელი სპეციალისტის მხრიდან გამართლებული იქნებოდა, თუ იგი 3-4 წლის განმავლობაში, კლუბს არ შეცვლიდა და მუშაობას კვლავაც აღნიშნულ გუნდში განაგრძობდა.

"ჰოფენჰაიმის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, თავად სენსაციაა. ამ ასაკში, ყოველგვარი სამწვრთნელო გამოცდილების გარეშე, პროფესიონალურ გუნდთან ერთად, მიაღწიო ასეთ რეზულტატს, უბრალოდ დაუჯერებელია. მე პირადად ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ იგი მომავალში, რომელიმე ევროპულ გრანდს ჩაუდგება სათავეში, თუმცა ახლა მე მას ერთ რჩევას მივცემდი: არ შეიცვალოს კლუბი 3-4 წლის განმავლობაში", - ციტირებს "ბავარიელთა" ხელმძღვანელის სიტყვებს Heidelberg 24 -ი.

შეგახსენებთ, იულიან ნაგელსმანის თაოსნობით "ჰოფენჰაიმი" გერმანიის ჩემპიონატში წარმატებულ ასპარეზობას, კვლავაც აგრძელებს. ბუნდესლიგაში ჩატარებული 26 შეხვედრიდან, კლუბის სტატისტიკურ მაჩვენებელში 12 გამარჯვება, 12 ფრე და 2 მარცხია დაფიქსირებული. მოპოვებული 48 ქულით, "ჰოფენჰაიმი" სატურნირო ცხრილში, მე-3 პოზიციას იკავებს და ევრო-ტურნირებზე ასპარეზობისათვის ბრძოლას განაგრძობს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..