» » კანი: ულრაიხმა შესაძლოა თავის თავს გადააჭარბოს

კანი: ულრაიხმა შესაძლოა თავის თავს გადააჭარბოს

5-04-2017, 20:37 dachi8 სიახლეები 0

კანი: ულრაიხმა შესაძლოა თავის თავს გადააჭარბოს
“ბავარიის“ყოფილ კარის დარაჯს ლეგენდარულ ოლივერ კანს მიაჩნია, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბს არაფერი აქვს სანერვიულო იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკორდმაისტერის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური თამაშებში, მადრიდის „რეალთან“ ვერ მოასწრებს გამოჯანმრთელებას. კანი თვლის, რომ სვენ ულრაიხი შეძლებს ნოიერის ღირსეულად ჩანაცვლებას ამ თამაშებში.

„ულრაიხის სახით „ბავარიას“ გამოცდილი მეკარე ყავს, რომელსაც ნებისმიერ დროს თამაში შეუძლია. ჩემს კარიერაში ხშირად ვყოფილვარ იმის მომსწრე, რომ სათადარიგო მეკარეს თავის შესაძლებლობებზე მეტი გაუკეთებია. „ბავარიას“ შეუძლია ულრაიხთან ერთად „რეალს“ მოუგოს. ეს მე საკმაოდ დამაჯერებლად მიმაჩნია. მაგრამ ნოიერის დონის მეკარის ხანგრძლივი დროით დაკარგვა და ამის კომპენსირება შეუძლებელია“, - ციტირებს კანის სიტყვებს Sport Bild.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მცირე ოპერაცია დასჭირდა ფეხზე, რის გამოც გუნდს ბუნდესლიგის 2 თამაშში, „აუგსბურგთან“ და „ჰოფენჰაიმთან“ ვერ დაეხმარა. თუმცა, გერმანელი გოლკიპერი როგორც სამწვრთნელო შტაბი იუწყება, ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალურ თამაშებისთვის მზად იქნება და გუნდის დახმარებას შეძლებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.