» » ულრაიხი ზაფხულში ბაიერნს ტოვებს

ულრაიხი ზაფხულში ბაიერნს ტოვებს

6-04-2017, 17:24 dachi8 სიახლეები 0

ულრაიხი ზაფხულში ბაიერნს ტოვებს
როგორც ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker იუწყება, „ბაიერნის“ სათადარიგო მეკარე სვენ ულრაიხი 2016 წლის ზაფხულში რეკორდმაისტერის რიგებს დატოვებს.

ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით ამის შესახებ თვითონ ფეხბურთელმა აუწყა კლუბის
ხელმძღვანელობას. ულრაიხს ესმის, რომ „ბავარიის“ ძირითად შემადგენლობაში მას პერსპექტივა არ გააჩნია, თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანულ გრანდს ძირითად მეკარედ ნოიერის კლასის გოლკიპერი ჰყავს.

სვენ ულრაიხი „ბაიერნში“ 2015 წლის ზაფხულში გადმოვიდა „შტუტგარტიდან“ და მისი ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. გერმანელმა გოლკიპერმა მიმდინარე სეზონში 3 თამაშში მიიღო მონაწილეობა. ერთი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „როსტოვთან“ გასვლით მატჩში და 2 ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში „აუგსბურგთან“ და „ჰოფენჰაიმთან“.

„ბაიერნის“ მესამე გოლკიპერი 36 წლის ვეტერანი ტომ შტარკე სეზონის ბოლოს პროფესიონალურ კარიერას ასრულებს და როგორც პრესაში იწერება რეკორდმაისტერი მას ახალგაზრდულ გუნდს ჩააბარებს სავარჯიშოდ.

აქედან გამომდინარე, მომავალ სეზონში „ბავარიას“ 2 გოლკიპერის დამატება მოუწევს თავის რიგებში.

სავარაუდოდ 2017/18 სეზონში „ბაიერნის“ რიგებს ახალგაზრდა 17 წლის ნიჭიერი გოლკიპერი კრისტიან ფრუხტლი შემოუერთდება.

ასევე, ლაპარაკია „ჰამბურგის“ მეკარისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯის რენე ადლერის დამატებაზეც. ინტერნეტ-გამოცემა Welt-ზე დაყრდნობით მიუნხენურ კლუბში 32 წლის რენე ადლერში კლუბის ხელმძღვანელობა მანუელ ნოიერის იდეალურ შემცვლელს ხედავს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.