» » მოურინიომ "ბაიერნი" გააკრიტიკა

მოურინიომ "ბაიერნი" გააკრიტიკა

11-04-2017, 11:38
065
მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ესაჭიროებათ შესაბამისი სათამაშო პრაქტიკა, რათა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინონ, ხოლო ევროპის წამყვან კლუბებში გადასვლით, მათ ამის შესაძლებლობა, პრაქტიკულად ესპობათ.

"ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ, სათამაშო პრაქტიკა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მათ განვითარების საშუალება მიეცეთ. ევროპის წამყვან კლუბებში ასპარეზობით, ისინი ამ შესაძლებლობას მოკლებულები არიან. მათ ესაჭიროებათ, ისეთ კლუბებში თამაში სადაც, პროგრესირებას განიცდიან და ზედმეტი წნეხისაგან, განთავისუფლებულები იქნებიან. მაგალითისათვის ავიღოთ, მიუნხენის "ბაიერნი". რენატუ სანჩესი, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი და პორტუგალიის ნაკრების წევრია, ამ ეტაპისათვის, პრაქტიკულად არანაირ როლს არ ასრულებს, მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში."-ციტირებს 54 წლის სპეციალისტის სიტყვებს Manchester Evening News-ი.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანჩესი, მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2016 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად, "რეკორდმაისტერმა" 35 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელის მიერ, კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.

მიმდინარე სეზონში, 19 წლის "ბავარიელმა" , ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან ძირითად თერთმეტეულში, მხოლოდ 5 ჯერ იყო წარმოდგენილი. ამ დრომდე, მის აქტივში, არც გოლი და არც შედეგიანი გადაცემა, აღნიშნული არ არის.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..