» » ლევანდოვსკის აგენტი დორტმუნდის ფეხბურთელებს ადანაშაულებს

ლევანდოვსკის აგენტი დორტმუნდის ფეხბურთელებს ადანაშაულებს

11-04-2017, 15:26 dachi8 სიახლეები 0

ლევანდოვსკის აგენტი დორტმუნდის ფეხბურთელებს ადანაშაულებს
“ბავარიის“ პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა მაიკ ბარტელმა ბუნდესლიგის 28-ე ტურში, დორტმუნდის „ბორუსიის“ ფეხბურთელები თავისი კლიენტის განზრახ დაშავებაში დაადანაშაულა.

თავიდან რობერტ ლევანდოვსკიზე უხეშად ითამაშა დორტმუნდის „ბორუსიის“ ცენტრლურმა მცველმა მარკ ბარტრამ, ხოლო, შემდგომ რობერტი „ბორუსიის“ გოლკიპერს რომან ბიურკის შეეჯახა, რის შედეგადაც მხარი დაიზიანა.

„ისეთი შტაბეჭდილება იქმნებოდა, რომ „ბორუსია“ ყველა ღონეს ხმარობდა იმისათვის რომ ლევანდოვსკის თამაში ვეღარ გაეგრძელებინა“, - ციტირებს ბარტელს Bild.

დორტმუნდის „ბორუსიის“ სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი პოლონელი თავდამსხმელის აგენტის სიტყვებს გამოეხმაურა და მის განცხადებას სრული აბსურდი უწოდა.

„ლევანდოვსკის აგენტის სიტყვები - სრული აბსურდია. კი, ბიურკიმ დაარღვია წესები ლევანდოვსკისთან ორთაბრძოლისას, თუმცა, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ლევნდოვსკის განეიტრალებას პატიოსანი გზით ვცდილობდით“, - აცხადებს ცორკი.

ბუნდესლიგის 28-ე ტურის შემდეგ პოლონელი თავდამსხმელი, რომელმაც აღნიშნულ ტურში მხარის დაზიანება მიიღო ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ხოლო, დღეს გამართულ ვარჯიშზე მან საერთო ჯგუფში მხოლოდ 20 წუთი ივარჯიშა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.