» » რუმენიგემ კრიშტიანუ რონალდუ გერდ მიულერს შეადარა

რუმენიგემ კრიშტიანუ რონალდუ გერდ მიულერს შეადარა

11-04-2017, 16:28
096
“ბავარიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელზე კრიშტიანუ რონალდუს თამაშზე კომენტარი გააკეთა.

ამასთან დაკავშირებით მან „ბაიერნისა“ და ფრგ-ს ნაკრების ყოფილი ფორვადი გერდ მიულერი გაიხსენა, რომელიც ბომბარდირობით გამოირჩეოდა.

„თუ შენ თითოეულ სეზონში ამდენი გოლი გაგაქვს და 4 „ოქროს ბურთის“ მფლობელი ხარ, მაშინ ეს შემთხვევითობა არ შეიძლება იყოს. ამის გარდა, რონალდუმ მრავალი გერმანელის სიმპათია მოიპოვა. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით მას დიდ ფეხბურთელად და საინტერესო ხასიათის პიროვნებად“.

„გერდ მიულერიც ასეთივე იყო. რონალდუ, როგორც მიულერი, სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ცხოვრობს. მიულერი ცაში ფრინავდა როდესაც თამაშში 1-3 გოლი გაჰქონდა და ჯოჯოხეთში ინაცვლებდა, თუ მოწინააღმდეგის კარს ვერ ლაშქრავდა. ასეთები არიან ის ფეხბურთელები, რომლისთვისაც გოლი თითოეულ მატჩში - ჩვეული ამბავია“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს AS.

2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..