» » ჰიონესი: "გული ხარობს"

ჰიონესი: "გული ხარობს"

11-04-2017, 21:39 dachi8 სიახლეები 0

ჰიონესი:
ზაბენერშტრასეზე ახლა განსაკუთრებული ატმოსფეროა, ყველანი დაძაბულობით, სულმოუთმენლად ელოდებიან მოახლოებულ თამაშს „რეალთან“. ოთხშაბათს „ალიანც არენაზე“ დიდი საფეხბურთო ზეიმი შედგება. „ბავარია - რეალის“ თამაშები ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს კლუბები თანაბარი ძალის არიან, ამიტომ ჩვენ ხელმძღვანელები ისევე ვნერვიულობთ, როგორც დანარჩენი „ბავარიის“ გულშემატკივარნი, - მოყვა ული ჰიონესმა ბავარია ტვ-სთან ინტერვიუში.

გერმანიის რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა მოახლოებულ სუპერ-მატჩზე თავისი მოლოდინი გაგვიზიარა. „რეალს“, როგორც ყოველთვის ძლიერი გუნდი ყავს. „რეალის“ წინააღმდეგ თამაში, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოს წინააღმდეგ თამაშს ნიშნავს. თუ შენს გუნდს დღე ვერ წაუვა, მაშინ შანსები პრაქტიკულად არ გრჩება“.

„შესანიშნავი ადამიანი“ კარლო ანჩელოტი

ული ჰიონესი მეტად კმაყოფილია „ბავარიის“ თამაშით, უკანასკნელი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. გუნდი, როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე ფუნქციონირებს. ამაში დიდი წვლილი მთავარმა მწვრთნელმა შეიტანა. „კარლო - შესანიშნავი ადამიანია. მასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა“.

ჰიონესის აზრით ანჩელოტიმ გუნდი იმგვარად ჩამოაყალიბა, რომელსაც მნიშვნელოვან მატჩებში შედეგის ჩვენება შეუძლია, როგორც ეს წინა კვირას დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამოჩნდა. „მან შეძლო და ტექნიკურად და ტაქტიკურად განსწავლული გუნდისგან, რასაც „ბავარია“ ყოველთვის წარმოადგენდა, ერთიანი ორგანიზმი შექმნა. ჩემს გულს უხაროდა, როდესაც ვუყურებდი ბოლო პერიოდის თამაშებს „ალიანც არენაზე“. „ეს ენერგიული და შთამბეჭდავი ფეხბურთი იყო“.

რობერის დაბრუნება

დიდი წვლილი გუნდის ბოლო წარმატებებში 2-მა ფეხბურთელმა შეიტანა. ფრანკ რიბერი და არიენ რობენმა შესანიშნავი ფორმა აკრიფეს. ორივე ფეხბურთელს კარგად ესმის ერთმანეთის და ერთად შესანიშნავად ურთიერთქმედებენ ისევე როგორც ძველ კარგ დროს. რობერის დუეტი დაბრუნდა!

„მახსოვს ის დრო, როდესაც მათ კარგ მეგობრებს ვერ დაუძახებდი. რამოდენიმე წლის წინ მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ისინი კვლავ ასე კარგად გაუგებდნენ ერთმანეთს“, - განაცხადა ული ჰიონესმა. მატჩში „ბორუსიის“ წინააღმდეგ, რიბერიმ და რობენმა დორტმუნდელების დაცვა გააწაა, შექმნეს რა სახიფათო მომენტების დიდი რაოდენობა. დაე ასე იყოს ოთხშაბათსაც!
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.