» » Marca: ბენზემამ ნოიერი შეაქო

Marca: ბენზემამ ნოიერი შეაქო

13-04-2017, 11:02 -ss- მიმოხილვა 0

Marca: ბენზემამ ნოიერი შეაქო
მადრიდის "რეალის" ფრანგმა შემტევმა კარიმ ბენზემამ, მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯის, მანუელ ნოიერის მისამართით, საქებარი სიტყვები არ დაიშურა. 29 წლის ფეხბურთელმა, ინტერნეტ-გამოცემა Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "სამეფო" კლუბს გაცილებით მეტი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა გერმანელი კიპერი მოწოდების სიმაღლეზე იყო და თავის მაღალი სათამაშო კლასი, კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

"პენალტის ეპიზოდში გაგვიმართლა, ხოლო მას შემდეგ რაც მიუნხენის "ბაიერნი" 10 კაცით დარჩა, ტერიტორიულ უპირატესობას, უკვე მადრიდის "რეალი" დააეუფლა. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა და კიდევ შეგვეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ უმაღლესი კლასის მეკარე თამაშობდა. ახლა დასვენება გვესაჭიროება. საპასუხო მატჩისათვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ, ჯერ არაფერი არ დასრულებულა"-ციტირებს ფრანგი შემტევის სიტყვებს გამოცემა Marca.

შეგახსენებთ გუშინ, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და ანგარიშით 1-2 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა, ესპანეთის დედაქალაქში, 18 აპრილს არის ჩანიშნული.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..