» » 10 დღე კომანის გამოსყიდვამდე

10 დღე კომანის გამოსყიდვამდე

21-04-2017, 03:06 dachi8 ტრანსფერები 0

10 დღე კომანის გამოსყიდვამდე
“ბავარიამ“ შესაძლოა ფრანგი ვინგერი კინგსლი კომანი ტურინის „იუვენტუსიდან“ არ გამოისყიდოს, ლევერკუზენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის, იულიან ბრანდტის შესაძლო ტრანსფერის გამო.

მიუნხენელებმა 2 წლის წინ კინგსლი კომანი „იუვენტუსიდან“ 7 მილიონის სანაცვლოდ იჯარის წესით აიყვანეს. აპრილის ბოლომდე კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, გამოისყიდის თუ არა 20 წლის ფრანგს 21 მილიონის სანაცვლოდ.

„ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სახალხოდ განაცხადა, რომ კომანი დიდი ალბათობით გერმანულ კლუბში დარჩებოდა, მაგრამ ხელმძღვანელობაში აზრები ორად გაიყო.

„ბაიერის“ ახალგაზრდა ნახევარმცველის იულიან ბრანდტის შესაძლო ტრანსფერის გამო, რომელმაც კლუბის დატოვებაზე თანხმობა განაცხადა და რომელსაც ამ ზაფხულს შეუძლია კლუბი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვოს ან მოდევნო წელს 12,5 მილიონ ევროდ, „ბავარია“ სერიოზულად დაფიქრდა კომანის მომავალზე.

კომანმა ანჩელოტის მწვრთნელობისას ძირითადისთვის ბრძოლა, უფრო გამოცდილ ფრანკ რიბერისთან და არიენ რობენთან წააგო. როგორც პრესა იუწყება ფეხბურთელი შესაძლებელია ამ ზაფხულს „მანჩესტერ სიტიში“ ვიხილოთ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.