» » Reviersport: ლეონ გორეცკა მიუნხენელთა რადარზეა

Reviersport: ლეონ გორეცკა მიუნხენელთა რადარზეა

22-04-2017, 13:32 LawLeSS ტრანსფერები 0

Reviersport: ლეონ გორეცკა მიუნხენელთა რადარზეა
ცნობილი გერმანული სპორტული ინტერნეტ-პორტალის Reviersport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენური კლუბის მესვეურები გელზენკილხელნის შალკეს ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას, შეძენით არიან დაინტერესებულნი.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩაბი ალონსო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენურ გრანდს დატოვებს, პრესაში აქტუალური გახდა ესპანელი ლეგიონერის შემცვლელის საკითხი. Reviersport-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერი სწორედ, რომ 22 წლის ახალგაზრდა გერმანელს შეიძენს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში.

ლეონი ბოხუმის აღზრდილია და გელზენკილხენელთა რიგებში 2013 წლიდან ირიცხება. შალკემ 22-წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ €3.25 მილიონი ევრო გაიღო და გორეცკას კონტრაქტი 2018 წლის ივნისის ბოლომდე გაუფორმეს.

transfermarkt-ის ინფორმაციით ლეონ გორეცკათი რეკორდმაისტერის გარდა ლონდონის არსენალია დაინტერესებული. ამავე წყაროს ინფორმაციით ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €20 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლეონ გორეცკა ცენტრალური ნახევარმცველის კვალობაზე შედეგიანობით გამოირჩევა. მიმდინარე სეზონში 22-წლის გერმანელმა შალკეს მაისურით ჯამში 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 8-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ჯამში 3.050 წუთი დაჰყო მოედანზე.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.