» » Bild: ვიდალი დორტმუნდთან ბაიერნის დახმარებას შეძლებს

Bild: ვიდალი დორტმუნდთან ბაიერნის დახმარებას შეძლებს

24-04-2017, 14:13
066
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არტურო ვიდალი, რომელსაც სულ რაღაც ორი დღის წინ სიძე ჩაუცხრილეს, ჩილეში არ გაფრინდა და 26 აპრილს გერმანიის თასის 1/2 ფნალურ ეტაპზე დორტმუნდის ბორუსიის წინააღმდეგ რეკორდმაისტერის შემადგენლობაში ვიხილავთ,

შეგახსენებთ, რომ ამ უქმეებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩილეში არტურო ვიდალის დის ქმარი იგნასიო ედუარდო ნეირა გერა ავტომობილში ჩაცხრილეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ეს უკანასკნელი გზაჯვარედინზე შუქნიშანთან გაჩერდა. Bild-ის ინფორმაციით ერთ-ერთი ტყვია გერას თავში მოხდვა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ემბერ ვიდალის მეუღლე დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაშავებულის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყველა მოელოდა, რომ მიუნხენის ბაიერნის 29 წლის ნახევარმცველი სამშობლოში გაფრინდებოდა და სიძის დაკრძალვაში საკუთარ დას დაუდგებოდა მხარში, თუმცა როგორც სჩანს არტურო მიუნხენში დარჩება და 26 აპრილს დორტმუნდის ბორუსიასთან შეხვედრაში რეკორდმაისტერის დახმარებას შეძლებს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..