» » ჰუმელსი: წინ ძალიან რთული მატჩი გველის

ჰუმელსი: წინ ძალიან რთული მატჩი გველის

24-04-2017, 14:50
093
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, გერმანულ ინტერნეტ გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის თასის ეგიდით, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ საუბრობს. 28 წლის უკანახაზელის განცხადებით, "ბავარიელებს" წინ ურთულესი შეხვედრა ელით და წარმატების მისაღწევად, აუცილებელია კლუბის თითოეული მოთამაშე, მაქსიმალური კონცენტრაციით გავიდეს მოედანზე.

"არ ღირს თავის მოტყუება იმ ფაქტით, რომ დორტმუნდელთა წინააღმდეგ, ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში მოპოვებული გამარჯვება, წინ იოლ შეხვედრას გვპირდება. დარწმუნებული ვარ, წარმატების მისაღწევად, ძალიან სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიწევს"-აღნიშნა მატს ჰუმელსმა, ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნმა", ბუნდესლიგის 28-ტურში, "ალიანც არენაზე" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 4-1 დაამარცხა მეტოქე გუნდი. 26 აპრილს, მიუნხენელთა საშინაო არენაზე ჩანიშნული შეხვედრა კი ამჯერად გერმანიის თასის ეგიდით გაიმართება. ზემოხსენებული ნახევარფინალური მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..