» » Tuttosport: დუგლას კოშტასთვის ლივერპულიც იბრძოლებს

Tuttosport: დუგლას კოშტასთვის ლივერპულიც იბრძოლებს

24-04-2017, 19:13
054
ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის ბრაზილიელი შემტევი გარემარბის სატრანსფერო უფლებების შესაძენად ზაფხულში ლივერპულიც იბრძოლებს. წყაროს ინფორმაციით იურგენ კლოპს დუგლას კოშტას საკუთარ გუნდში ხილვა სურს.

ბევრისთვის ცნობილია, რომ 26 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი მიუნხენის ბაიერნში სათამაშო პრაქტიკის არ ქონის გამო უკმაყოფილოა, რაც პრესაში არაერთხელ განაცხადა კიდეც. დუგლას კოშტას მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2020 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა წინააღმდეგი არ იქნება თუ ზაფხულში მიუნხენურ გრანდს დატოვებს.

Tuttosport-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ იურგენ კლოპი ლივერპულის ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და მიზანში სწორედ კოშტა ყავს ამოღებული. transfermarkt-ი ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს € 30 მილიონ ევროდ აფასებს. სავარაუდოდ, რეკორდმაისტერიც ამდენივეს მოითხოვს 26-წლის შემტევის სანაცვლოდ.

Tuttosport-ის ინფორმაციით ბრაზილიელი შემტევი გარემარბით ინგლისის პრემიერ ლიგიდან ლივერპულის გარდა ტოტენჰემიც ინტერესდება. 26 წლის კოშტას სატრანსფერო უფლებების შეძენას შეეცდება ტურინის იუვენტუსიც.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..