» » მეჰმეტ შოლი: კლუბში ახლა ბევრი კითხვა გაჩნდება

მეჰმეტ შოლი: კლუბში ახლა ბევრი კითხვა გაჩნდება

27-აპრ-2017, 17:20
0390
“ბავარიის“ ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მეჰმეტ შოლმა გერმანიის თასის ½ ფინალურ დაპირისპირებაში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ "ბაიერნის" განცდილ მარცხზე კომენტარი გააკეთა და დარწმუნებულია, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა აღნიშნულზე სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„კლუბში ახლა აჟიოტაჟი შეიქმნება. „ბავარიაში“ ყველაფერზე კითხვები გაჩნდება: ფეხბურთელებზე, მწვრთნელისა და გუნდის ურთიერთდამოკიდებულებაზე და ა.შ. ასევე გუნდის ფუნქციონალურ მომზადებასაც შეამოწმებენ. დარწმუნებული ვარ, რომ „ბავარიაში“ ხელმძღვანელობა, ული ჰიონესისა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს თაოსნობით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“ - ციტირებს შოლის სიტყვებს გამომცემლობა tz.

მოგეხსენებათ, გუშინ 26 აპრილს, გერმანიის თასის ½ ფინალური მატჩი „ბავარია“ – „ბორუსია“ წითლების მარცხით 3:2 დასრულდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოგებასთან გუნდი ძალიან ახლოს იმყოფებოდა და უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს.

მატჩის დასრულების შემდეგ ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე ფეხბურთელების გასახდელისკენ გაემართნენ, რამოდენიმე ხნის შემდეგ კი ინტერვიუში კარლ ჰაინც რუმენიგემ განაცხადა:

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა განწყობა სუფევდა გასახდელში მატჩის შემდეგ. როგორ შედეგებს გამოიწვევს მარცხი? ახლა „ბავარიის“ მომავალზე ფიქრის დრო არ არის, საჭიროა ჯერ იარების მოშუშება, შემდეგ კი უკვე შესაძლებელია მოვლენების განვითრებაზე ვიფიქროთ“, - აცხადებს რუმენიგე.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..