» » რუმენიგე: ანჩელოტი "ბაიერნში" დარჩება

რუმენიგე: ანჩელოტი "ბაიერნში" დარჩება

28-აპრ-2017, 10:37
0349
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა არ განიხილავს, 57 წლის იტალიელი სპეციალისტის, კარლო ანჩელოტის ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხს, დაკავებული თანამდებობიდან.

"არანორმალური გადაწყვეტილებების მიღებას არ ვაპირებთ. განვახორციელებთ მხოლოდ იმას, რისი გაკეთებაც, უბრალოდ აუცილებელია. არავის არ მივცემთ საშუალებას, ჩვენს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა იქონიოს. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით, მშვიდათ და რაციონალურად, რასაც თავისმხრივ შედეგი მოჰქონდა. დაკავებული თანამდებობიდან, კარლო ანჩელოტის განთავისუფლების საკითხი, დღის წესრიგში არ დგას"-ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Bild-ი.

მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე მოკლე კომენტარი გააკეთა კლუბის პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა. -"ამ დრომდე, არასდროს არ ყოფილა "ბავარია", ასეთ სუსტ ფიზიკურ ფორმაში მყოფი"

აღსანიშნავი ფაქტია, რომ გერმანული გრანდისათვის, მიმდინარე საფეხბურთო სეზონი, წარუმატებლად უახლოვდება დასასრულს. კლუბი ჯერ, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა ტურნირს, ხოლო 26 აპრილს, "ალიანც არენაზე" დორტმუნდის "ბორუსიასთან" მიღებული მარცხის შედეგად, გერმანიის თასისათვის ბრძოლასაც დაემშვიდობა.

მიუნხენური კლუბის გულშემატკივრებისათვის, ერთადერთ ნუგეშად, ბუნდესლიგის მოგება რჩება. 30-ე ტურის მონაცემების მიხედვით, "ბაიერნი" მოპოვებული 70 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული და თავის უახლოეს მდევარს, საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგს" 8 ქულიანი სხვაობით უსწრებს. ხსენებული ტურნირის ეგიდით, "ბავარია "შემდეგ მატჩს, 29 აპრილს, სტუმრად "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..