» » FCB: კომანი "ბაიერნის" ფეხბურთელია

FCB: კომანი "ბაიერნის" ფეხბურთელია

28-აპრ-2017, 11:46
0415
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი, ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლუბმა, ტურინის "იუვენტუსიდან" კინგსლი კომანის, გამოსყიდვის უფლება გამოიყენა და ფრანგი შემტევი ნახევარმცველი, ამიერიდან "რეკორდმაისტერის" სრულუფლებიანი წევრი გახდა. შეგახსენებთ, სწორედ მიმდინარე წლის, აპრილის თვის ბოლომდე ჰქონდა, გერმანულ გრანდს ვადა, გამოეყენებინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ზემოაღნიშნული ოფცია.

"კინგსლი კომანი, მნიშვნელოვანი ელემენტია, ჩვენი კლუბის შემდგომი ფორმირებისათვის. აქედან გამომდინარე, "ბავარიის" ხელმძღვანელობის მხრიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ტურინის "იუვენტუსთან" გაფორმებული ხელშეკრულების, იმ პუნქტის გააქტიურებასთან დაკავშირებით, რომელიც ხსენებული ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. კომანის საიმედოობაში და პოტენციალში, ეჭვი არავის არ ეპარება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში"-ციტირებს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, მიუნხენის "ბაიერნსა" და კინგსლი კომანს შორის, ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მოქმედების ვადად, 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. მიმდინარე სეზონში, 20 წლის ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა, მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით, 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა ორი გატანილი გოლის ავტორი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..