» » Goal: ალკანტარა დასახულ მიზანზე საუბრობს

Goal: ალკანტარა დასახულ მიზანზე საუბრობს

29-აპრ-2017, 10:39
0416
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა, "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარს აკეთებს. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, 26 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ იგი მიუნხენურ კლუბში დარჩება მანამ, სანამ ხსენებულ კლუბთან ერთად, უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული არ გახდება.

"ჩემი მიზანი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მსურს ამ კლუბთან ერთად მოვიგო უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირი. მიუნხენის "ბაიერნში" დავრჩები მანამ, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევ. "ბავარიასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება ნიშანია იმისა, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში არსად წასვლას არ ვაპირებ. მსურს მოვიგო, რაც შეიძლება მეტი მატჩი და ტიტული"-ციტირებს ესპანელი ნახევარმცველის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ტიაგო ალკანტარასა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ტიაგო, გერმანულ გრანდში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მიმდინარე სეზონში, ესპანელმა ფეხბურთელმა, მიუნხენური კლუბის მაისურით 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 8 გატანილი გოლით და 9 შედეგიანი გადაცემით.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..