» » ანჩელოტი: რიბერის ორპირობა არ ახასიათებს

ანჩელოტი: რიბერის ორპირობა არ ახასიათებს

29-აპრ-2017, 17:05
0324
„ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესაში გავრცელებულ ხმებს უპასუხა, სადაც გერმანული ინტერნეტ-გამოცემები იუწყებოდნენ, რომ იტალიელ სპეციალისტსა და „ბაიერნის“ ვინგერ ფრანკ რიბერის შორის უთანხმოება წარმოიშვა.

როგორც ინფორმაციის წყარო იუწყებოდა (Sport Bild) ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში დაიწყო. კარლო ანჩელოტი უკმაყოფილო იყო ფრანგი ვინგერის თამაშით და მატჩის 71-ე წუთზე იგი შეცვალა. ამას კი წინ უძღოდა იტალიელის მხრიდან საკმაოდ ემოციური ჟესტები ფრანგი ვინგერის მიმართ. რიბერიმ მწვრთნელს კი საპასუხოდ ირონიულად შესთავაზა მისი შეცვლა განეხორციელებინა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კარლო ანჩელოტიმ საჭიროდ ჩათვალა, პრესაში გავრცელებულ ხმებს გამოხმაურებოდა და Sport1-თან ინტერვიუში განაცხადა:

„რიბერი - ღირსეული ადამიანია. ის გულახდილია და ყოველთვის იმას იძახის რასაც ფიქრობს. ფრანკს ორპირობა არ ახასიათებს. გადაწყვეტილებას კი ჩემით ვიღებ, როდესაც ფეხბურთელის თამაში არ მომწონს რეაგირება უნდა მოვახდინო ამაზე და შევცვალო. რიბერის ესმის, რომ შეცვლები - ფეხბურთის ნაწილია. პროფესიონალური ასპექტი არანაირ ზეგავლენას არ ახდენს პირად ურთიერთობებზე. მე და რიბერის კარგად გვესმის ერთმანეთის“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Sport1.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..