მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია! » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია!

მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია!

29-04-2017, 22:36 LEV4NI სიახლეები 0

მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია!
მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია! დიახ, დღეს გერმანიის ჩემპიონატის რიგით 31-ე ტურში „ვოლკსვაგენ არენაზე“ მოპოვებული გამარჯვება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ რეკორდმაისტერს რამდენიმე ტურით ადრე ოფიციალურად გაეფორმებინა ჩემპიონის მორიგი ტიტული.

რათქმაუნდა დღეს დაფიქსირებული შედეგი მხოლოდ ბაიერნის დამსახურება არ ყოფილა, საქმეში მეორე ბავარიული კლუბი ინგოლშდადტიც ჩაერთო რომელიც არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდისთვის ნამდვილი გადაულახავი ბარიერი გამოდგა, შეგახსენებთ რომ მიმდინარე სეზონში ლაიპციგმა პირველი მარცხი სწორედ ინგოლშდადტში იწვია ანგარიშით 1:0, მორიგი დაპირისპირება კი რომელიც დღეს გაიმართა ნულოვანი ფრით დასრულდა რამაც ბაიერნს მისცა იმის საშუალება რომ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაეფორმებინა.

შესაბამისად რეკორდმაისტერი კვლავ განაგრძობს შიდა ჩემპიონატში დომინირებას, შეგახსენებთ რომ დღეს მოპოვებული ვერცხლის სინი ბაიერნისთვის რიგით 27-ე გამოდგა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კი ბავარიელები ხსენებულ ტიტულს არავის უთმობენ. 2012/13 წლების სეზონიდან მოყოლებული ვერცხლის სინის მფლობელი ყოველთვის რეკორდმაისტერი ხდება რაც აბსოლუტური რეკორდია.

2016-17 წლების სეზონში ბაიერნმა ჩემპიონობა ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა, მიღწეული წარმატება ბავარიელმა ფეხბურთელებმა ვოლფსბურგში მდებარე „ვოლკსვაგენ არენაზე“ იზეიმეს მას შემდეგ რაც ბაიერნმა ადგილობრივი მეტოქე ექვს ბურთიანი უპირატესობით დაამარცხა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.