» » Mia5Mia! ბავარიის ისტორიული ტიტული

Mia5Mia! ბავარიის ისტორიული ტიტული

30-აპრ-2017, 00:17
0386
მიმდინარე სეზონში „ბაიერნმა“ უდიდეს წარმატებას მიაღწია. წინა წელს რეკორდმაისტერი უკვე გახდა პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც 4-ჯერ ზედიზედ მოახერხა გერმანიის ჩემპიონის ტიტულის აღება. 2016/17 სეზონზე კი ეს სერია გაგრძელდა. „ვოლფსბურგთან“ მოგების შედეგად, კარლო ანჩელოტის გუნდი მე-5-ედ ზედიზედ ვერცხლისფერ სინს მიუნხენში წაიღებს.

"Mia 5an Mia" - ზუსტად ეს წარწერა ალამაზებდა „ბავარიელების“ საჩემპიონო მაისურებს, როდესაც ისინი გულშემატკივრებთან ფინალური სასტვენის შემდეგ გამოვიდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

„ჩემპიონატში გამარჯვება ყველაზე საპატიო ტიტულია. ჩვენ ზედიზედ მეხუთედ გავხდით ჩემპიონები. ეს რაღაც წარმოუდგენელია! კარგი სეზონი ჩავატარეთ და სრულიად დამსახურებულად გავხდით ჩემპიონები“, - არ მალავდა თავის კმაყოფილებას კარლ-ჰაინც რუმენიგე.

ზედიზედ 5 საჩემპიონო ტიტულის მიმოხილვა

2013: 28-ე ტურში ბასტიან შვაინშტაიგერი ქუსლით გოლს იტანს „აინტრახტის“ კარში და „ბავარიისთვის“ მოგება მოაქვს ჩემპიონატში. ჯერ არც ერთ კლუბს არ მოუხერხებია ასე ადრეულად საჩემპიონო ტიტულის მოპოვება.

2014: „ბავარიელებმა“ თავისივე რეკორდი გააუმჯობესეს და 27-ე ტურში სტუმრად „ჰერტას“ მოგებით პირველი მარტის ჩემპიონი გახდა გერმანიაში!

2015: ფაქტიურად ჩემპიონობა „ბავარიამ“ დივანზე გაიფორმა.
30-ე ტურში „ბავარიამ“ „ჰერტას“ ანგარიშით 1:0 მოუგო, 1 დღის შემდეგ კი „ვოლფსბურგმა“, რომელიც ბაიერნის უახლოესი მდევარი იყო საჩემპიონო ცხრილში „გლადბახთან“ წააგო - ტიტულიც გაფორმდა.

2016: ბოლოს წინა ტურში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და „ბავარიას“ გასვლაზე მოგება მოუტანა ინგოლშტადტში, ამასთან ერთად კი მე-4 ჩემპიონობა ზედიზედ!

2017: მას შემდეგ რაც უახლოესმა მდევარმა „ლაიფციგმა“ ფრედ ითამაშა „ინგოლშტადტთან“, მიუნხენელებმა 31-ე ტურში „ვოლფსბურგი“ 6:0 გაანადგურეს და 3 ტურით ადრე გაიფორმეს მე-5 ჩემპიონობა ზედიზედ.

Mia5Mia! ბავარიის ისტორიული ტიტული
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..