» » კომენტარები: ვოლფსბურგი 0 - 6 ბაიერნი

კომენტარები: ვოლფსბურგი 0 - 6 ბაიერნი

30-აპრ-2017, 00:40
0373
„ბავარიამ“ აჩვენა რა ძლიერი თამაში და დამაჯერებლად მოიგო გასვლაზე „ვოლფბურგთან“ 31-ე ტურში ანგარიშით 6:0, მოგებასთან ერთად რეკორდმაისტერმა ბუდესლიგის ჩემპიონობის ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა მოედანზე.


მატჩის შედგომი კომენტარები:

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „ჩემპიონატში გამარჯვება ეს ყველაზე საპატიო ტიტულია. ჩვენ ამაზე სეზონის დასაწყისში ვლაპარაკობდით. ის, რომ ჩვენ ზედიზედ მე-5-ედ ჩემპიონები გავხდით, ეს რაღაც წარმოუდგენელია. კარგი სეზონის ჩატარება გვსურდა და ჩვენ ის კარგად ჩავატარეთ კიდეც. ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად გავხდით ჩემპიონები“.

კარლო ანჩელოტი: „ეს სეზონი ბუნდესლიგაში ფანტასტიური გამოცდილება იყო. გუნდმა ძალიან კარგი სამუშაო ჩაატარა. მე მინდა რომ ამ ფანტასტიურ კლუბს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ წილად მხვდა აქ ყოფნის ბედნიერება, ამ მშვენიერ ფეხბურთელებთან და მშვენიერ გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავად გვიჭერდნენ მხარს. ჩვენ ეს ტიტული დავიმსახურეთ, ჩვენ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობდით. ახლა დადგა დრო რომ ვიზეიმოთ. შემდეგ კი ვეცდებით რაც შეიძლება საუკეთესოდ მოვემზადოთ მომავალი სეზონისათვის“.

ფილიპ ლამი: „ამ ჩემპიონობაში დიდი წვლილი აქვს გუნდს. ის რაც ჩვენ ბუნდესლიგაში ვანახეთ და ჩემპიონები გავხდით 4 ტურით ადრე, ეს ასეთი ადვილი რამ არ არის. პირველ წუთებში „ვოლფსბურგი“ ზეწოლას ახორციელებდა, კარგად იყო განლაგებული დაცვაში და წარმატებით მოქმედებდა კონტრშეტევებზე. მათ ჰქონდათ რამოდენიმე შანსი გოლის გატანის. ჩვენც ჩვენი მხრიდან, სწორ მომენტებში გავიტანეთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სიამოვნებისთვის შეგვიძლია თამაში. მოწინააღმდეგეს ძალიან გაუჭირდა“.

მარიო გომესი („ვოლფსბურგის“ თავდამსხმელი): „ჩვენ ვიცოდოთ, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო ბაიერნთან. მაგრამ განსხვავებული რამ გვქონდა დაგეგმილი. 1-ლი გოლის შემდეგ მთლიანად დავნებდით. ბოლოსკენ კი ისეთი შეგრძნება იყო თითქოს პროფესიონალური კლუბი ახალგაზრდულს ეთამაშებოდა. მაგრამ ეს ფეხბურთია და ცხოვრება გრძელდება“.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..