» » ჰიონესი: "ფეხბურთელების შეძენით პრობლემები არ წყდება"

ჰიონესი: "ფეხბურთელების შეძენით პრობლემები არ წყდება"

1-05-2017, 16:22
0105
მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი თვლის, რომ სეზონში ერთი ტიტულით დარჩენა გამონაკლისი უნდა გახდეს რეკორდმაისტერისთვის.

„ჩვენ ახლა უნდა მივიღოთ ეს შედეგი, მაგრამ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ უკეთესი შედეგები დავდოთ მომავლისათვის. ეს გამარჯვება ჩვენთვის ცოტაა“ - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს გერმანული სპორტული გამოცემა tz.

„ხშირად ამბობენ, რომ ახალი ფეხბურთელების შეძენა წარუმატებლობისთვის პანაცეაა. მაგრამ მე ასე არ ვთვლი. დორტმუნდთან მატჩში კიდევ 2 ძვირადღირებული ფეხბურთელი რომ გვყოლოდა, შესაძლოა იგივე შედეგი დადებულიყო. მხოლოდ ფეხბურთელების შეძენით „ბავარიის“ პრობლემები არ გადაწყდება“ - აცხადებს ჰიონესი.

ული ჰიონესი აქტიური მხარდამჭერია იმისა, რომ "ბავარიის" ახალგაზრდული აკადემია გააძლიეროს და უკვე ამ ზაფხულს მიუნხენში ახალი 70 მილიონიანი ცენტრი გაიხსნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..