» » ანჩელოტი ანდრეა კონტის აკვირდება

ანჩელოტი ანდრეა კონტის აკვირდება

1-მაი-2017, 16:40
0420
როგორც Calciomercato იუწყება მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „ატალანტის“ მარჯვენა მცველი ანდრეა კონტის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.

ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით, გერმანულ გრანდში ამ ფეხბურთელს „ბაიერნის“ კაპიტნის ფილიპ ლამის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელმაც ზაფხულში პროფესიონალური კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

თუმცა, კონტის თავის რიგებში არა მხოლოდ „ბაიერნი“ ხედავს, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე ტურინის „იუვენტუსი“ და მილანის „ინტერიც“ იჩენს.

23 წლის იტალიელი მცველი "ატალანტას" აღზრდილია და კლუბთან მას მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში კი იტალიელმა მარჯვენა მცველმა 30 თამაშში თავის ანგარიშზე 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..