» » ლამი ტრიუმფატორია

ლამი ტრიუმფატორია

1-მაი-2017, 17:08
0374
“ვოლფსბურგთან“ მატჩში ფინალური სასტვენის შემდეგ რეკორდმაისტერის კაპიტანი ფილიპ ლამი გულშემატკივრების ტრიბუნასთან ბედნიერი ღიმილით იდგა და მომხდარით კმაყოფილი გამოიყურებოდა, ამასთანავე, თავის ჩვეულ მანერაში საკმაოდ თავშეკავებული იყო. ისეთი მოკრძალებული გამოიყურებოდა, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კაპიტანი გერმანიის ჩემპიონი პირველად ხდებოდა. ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული მისთვის ხომ რიგით მე-8 გახდა და ყველა 8 ჩემპიონობა „ბავარიის“ მაისურით მოიპოვა.

ამგვარად, ძირძველი მიუნხენელი რეკორდსმენებს ბასტიან შვაინშტაიგერს, მეხმეტ შოლს და ოლივერ კანს მიუახლოვდა. გულშემატკივრები თავისი კაპიტნის სახელს სკანდირებდნენ, რომელმაც რუპორი ხელში აიღო და ხმამაღლა აღნიშნა ისტორიული მიღწევა.

თავშეკავება და სევდა

„მე ყოველთვის გუნდის ნაწილი ვიყავი. ამიტომ ახლა ცოტა სევდიანი მომენტი დადგა ჩემთვის“, - ყვება კაპიტანი. „გესმოდეს, თუ როგორ სკანდირებენ გულშემატკივრები შენს სახელს ეს რაღაც წარმოუდგენელი გრძნობაა“. ლამმა მეგაფონი აიღო და ცნობილი „ჰუმბა“ წამოიწყო. „ამ მომენტით ვტკბებოდი“, - იძახის კაპიტანი.

„დატკბობა“ - საკვანძო სიტყვაა ფილიპ ლამისთვის მომდევნო კვირებში. სეზონის ბოლოს ის თავის გამოჩენილ კარიერას ასრულებს. მხოლოდ 3 მატჩი რჩება, ამიტომ შაბათს კაპიტანს სევდა შემოაწვა. „როდესაც შენთან თანაგუნდელები მოდიან და შესანიშნავ კარიერას გილოცავენ, ასეთ მომენტებში სუნთქვა გეკვრება“, - გამოტყდა ლამი.

მეხუთე ჩემპიონობა კაპიტნის რანგში

„როდესაც გავიგე, თუ როგორ დაიწყეს გულშემატკივრებმა ჩემი სახელის სკანდირება, თვალებზე ცრემლი მომადგა. ვნახოთ როგორ ჩაივლის ბოლო ტური. არაფრის გარანტირება არ შემიძლია“, - იძახის მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც სულ მალე მეხუთედ ვერცხლისფერ სინს აწევს კაპიტნის რანგში. მსგავსი რეკორდმაისტერის ისტორიაში მხოლოდ კლაუს აუგენტალერს აქვს მიღწეული.

თუმცა ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა, წინ გრძელი ღამეა აღნიშვნისთვის, რომელიც ლამის შესრულებით ხმამაღალი „ჰუმბით“ დაიწო. თუმცა მატჩის წინ მსგავსი არაფერი არ იყო დაგეგმილი. „გუნდის ხასიათი ასეთია, რომ ის აღნინშვნას საჭირო დროს იწყებს“, - აღნიშნა „ჩუმმა“ ლამმა, როგორც თვითონ ეძახის ამგვარად თავის თავს. „ნუ ნერვიულობთ, მეც შემიძლია კარგად აღნიშვნა“, - ღიმილით ამშვიდებს ყველას.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..