» » ჰუმელსი: "გასახდელში რაფინია ჩვენი დიჯეი იყო"

ჰუმელსი: "გასახდელში რაფინია ჩვენი დიჯეი იყო"

1-მაი-2017, 18:31
0328
“ბავარიის“ მცველმა მათს ჰუმელსმა გერმანიის ჩემპიონობის ტიტულის ადრეული მოპოვების ემოციები გააზიარა.

„როგორ აღვნიშნავდით გასახდელში ჩემპიონობას? რაფინია ჩვენი დიჯეი იყო, ბევრი ესპანური და პორტუგალიური სიმღერა ჟღერდა. მეც შევუერთდი და 2-3 სიმღერა ჩემი კარნახით ჩაირთო. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა უნდა მოითხოვონ, რომ გერმანულ ან ინგლისურ ენაზე უფრო ხშირად ისმოდეს სიმღერები (იცინის). სამწუხაროდ, ხმა არც თუ ისეთი ძლიერი იყო, როგორსაც ჩვენ ვვარაუდობდით რომ იქნებოდა. შემდეგში აუცილებლად უკეთესად შევარჩევთ მოწყობილობას".

"ზოგიერთები იძახიან, რომ „ბავარიამ“ „მხოლოდ“ ჩემპიონატი მოიგო? ჩვენ ამ გამარჯვებით დავტკბებით, ეს ხომ ჩვენი მიზანი იყო. ეს ძალიან რთული შეჯიბრებაა, არ შეიძლება ბუნდესლიგის გამარჯვება ისე იყოს აღქმული როგორც „თავისთავადის“. თუმცა, იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ უკეთესად გვსურდა გამოვსულიყავით ჩეპიონთა ლიგაზე და გერმანიის თასზე. ამის მიუხედავად, ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ ამ გამარჯვებით“ - აცხადებს ჰუმელსი.

შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერმა გერმანიის ჩემპიონის ტიტული 3 ტურით ადრე "ვოლფსბურგთან" დაპირისპირებისას გაიფორმა, რომელიც ზედიზედ მე-5 გამარჯვებაა ჩემპიონატში გერმანული გრანდისთვის.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..