» » Sky Germany: ჰიტცფელდის რჩევა "ბაიერნს"

Sky Germany: ჰიტცფელდის რჩევა "ბაიერნს"

3-05-2017, 12:10 -ss- სიახლეები 0

Sky Germany: ჰიტცფელდის რჩევა
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ოტმარ ჰიტცფელდი, ინტერნეტ-გამოცემა Sky Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის ამჟამინდელი შემტევი პოტენციალის შესახებ საუბრობს. 68 წლის სპეციალისტის განცხადებით, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის ასაკის მიუხედავად, ხსენებულ ფეხბურთელებს, კვლავაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში და მათ პოზიციებზე, მსოფლიო კლასის ფეხბურთელების მოყვანის აუცილებლობას ვერ ხედავს.

"რა თქმა უნდა, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ნამდვილად არ არიან, თუმცა მათ კვლავაც უმაღლეს დონეზე აქვთ შენარჩუნებული სათამაშო კლასი. იმ შემთხვევაში თუ მიუნხენური კლუბი, ხსენებულ პოზიციებზე, მსოფლიო დონის ფეხბურთელებს შეიძენს, ეს ყველაფერი უკვე ნამდვილ თეატრს დაემსგავსება. ვფიქრობ, რომ რობერტ ლევანდოვსკის თაოსნობით "ბავარიის" შემტევი ხაზი, შესანიშნავად არის დაკომპლექტებული."-ციტირებს ოტმარ ჰიტცფელდის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Sky Germany.

შეგახსენებთ, 33 წლის არიენ რობენს მიუნხენის "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ივნისის თვემდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ვეტერანი ჰოლანდიელის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე ჩატარებული 35 შეხვედრიდან, 14 გატანილი გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული.

რაც შეეხება, კლუბის 34 წლის ფრანგ შემტევ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის, ფეხბურთელის აქტივში, გამართული 29 შეხვედრის მონაცემების მიხედვით, 17 საგოლე გადაცემა და 4 გატანილი გოლი აღინიშნება. ფრანგი ვინგერის მოქმედი კონტრაქტი, გერმანულ გრანდთან, ასევე 2018 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.