» » Sport Bild: პიანიჩი "ბაიერნის" შესახებ საუბრობს

Sport Bild: პიანიჩი "ბაიერნის" შესახებ საუბრობს

3-მაი-2017, 13:25
0371
ტურინის "იუვენტუსის" ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, 27 წლის ფეხბურთელი იხსენებს "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობასთან მის პირველ კონტაქტს, ასევე საუბრობს უახლოეს წარსულზე, როდესაც იგი ახლოს იყო, მიუნხენურ კლუბთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებასთან.

"ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "მეცის" ღირსებას ვიცავდი, მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა სახლში მიმიწვია. მაშინ სულ რაღაც 17 წლის ვიყავი. მახსოვს, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ეს ადამიანი ჭეშმარიტი სპორტსმენია. მიუხედავდ ყველაფრისა, იმ დროს მივიღე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საფრანგეთი არ დამეტოვებინა, რადგანაც მაშინ "ბავარია" ჩემთვის ზედმეტად დიდი გუნდი იყო."

"დღეს მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს წარმოადგენს, ეს ნამდვილი საფეხბურთო მანქანაა. თითოეული ფეხბურთელი ოცნებობს ითამაშოს ამ კლუბში. "ბაიერნი" სხვა ევროპულ გრანდებთან ერთად ცდილობდა ჩემს გადაბირებას, უბრალოდ ტურინელები გაცილებით სწრაფად მოქმედებდნენ. მათ მითხრეს, რომ დაუყონებლივ სურდათ ჩემი ხილვა კლუბის შემადგენლობაში, ყველაფერმა ამან კი გადამწყვეტი როლი ითამაშა."- ციტირებს პიანიჩის სიტყვებს გამოცემა Sport Bild-ი.

მირალემ პიანიჩი, ტურინის "იუვენტუსის" შემადგენლობაში 2016 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. მისი მოქმედი კონტრაქტი, იტალიურ გრანდთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. მიმდინარე სეზონში, ბოსნიელი ფეხბურთელის აქტივში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 40 შეხვედრიდან 8 გატანილი გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული. transfermarkt-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 38 მილიონ ევროს შეადგენს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..