» » TZ: ზულე საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია

TZ: ზულე საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია

3-05-2017, 14:17
0130
საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" 21 წლის უკანახაზელი ნიკლას ზულე, რომელიც შემდეგი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას დაიცავს, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ახალგაზრდა გერმანელი მცველის განცხადებით, მის მიზანს მიუნხენურ კლუბში, ადგილის დამკვიდრება წარმოადგენს და ამისათვის საჭირო თავდაუზოგავი მუშაობის გასაწევად, სრულ მზადყოფნაშია.

"ჩემს წინაშე დგას ამოცანა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რაც შეიძლება მოკლე ვადაში, დავიმკვიდრო მიუნხენის "ბაიერნში" საკუთარი ადგილი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია გავაგრძელო, სათამაშო ხარისხის სრულყოფა და ამ მიზნის განხორციელება, "ბავარიაში" ყველაზე უკეთ არის შესაძლებელი, ვიდრე რომელიმე სხვა კლუბში. ყველაფერი დანარჩენი, ყოველდღიური მუშაობის საკითხს წარმოადგენს. ამაზე მაღალ დონეზე, ფიქრიც კი შეუძლებელია. მჯერა რომ, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც კონტრაქტს გავაფორმებდი. ასე, რომ არსებული გამოწვევა უზომოდ მახარებს"-ციტირებს გერმანული სპორტული გამოცემა TZ, ნიკლას ზულეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნსა" და ზემოხსენებულ ფეხბურთელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, 2022 წლის 30 ივნისამდე არის გათვალისწინებული. გერმანულ გრანდს, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება 17 მილიონი ევრო დაუჯდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..