» » ფილიპ ლამი: 2014 წელს, "რეალთან" არჩეული სათამაშო სქემა გვარდიოლასი არ ყოფილა

ფილიპ ლამი: 2014 წელს, "რეალთან" არჩეული სათამაშო სქემა გვარდიოლასი არ ყოფილა

3-მაი-2017, 16:29
0315
„ბავარიის“ კაპიტანმა 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის საპასუხო მატჩი გაიხსენა მადრიდის „რეალთან“ და მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ბავარიის“ კაპიტანი ყვება, რომ 2014 წელს საპასუხო მატჩის წინ „რეალთან“ რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას ტაქტიკა უგულვებელყვეს და გადაწყვიტეს სხვა ტაქტიკით ემოქმედათ.

„მაშინ გვარდიოლამ თავისთან გუნდის 6 ფეხბურთელს უხმო და შეეკითხა, თუ როგორ სურდათ თამაში, ფეხბურთელებმა კი სხვაგვარი ტაქტიკა შესთავაზეს“.

მაშინ პეპმა ჩათვალა რომ ღირდა ფეხბურთელებისათვის დაეჯერებინა და გადაწყვიტა შემოთავაზებული სქემით ემოქმედა.

"მარცხის შემდეგ ყველამ გვარდიოლას სქემაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ არ იმუშავა. მაგრამ სინამდვილეში, ეს მისი სქემა არ ყოფილა. თითოეულს შეეძლო დაენახა, რომ ამგვარად მასთან არ თამაშობენ“, - აცხადებს ფილიპ ლამი.

Bild-ის ჟურნალისტის კრისტიან ფალკის ინფორმაციით, ფეხბურთელები, რომლებთანაც კონსულტაციებს იღებდა გვარდიოლა იყვნენ - გუნდის კაპიტანი ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მანუელ ნოიერი, ფრანკ რიბერი, არიენ რობენი და ტონი კროოსი.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..