» » Sport Bild: "ბავარიამ" სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით "არსენალთან" მოლაპარაკებები გამართა

Sport Bild: "ბავარიამ" სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით "არსენალთან" მოლაპარაკებები გამართა

3-05-2017, 22:52 dachi8 ჭორები 0

Sport Bild:
როგორც SportBild იუწყება „ბავარიასა“ და „არსენალს“ შორის ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგა.

Sport Bild-ზე დაყრდნობით ჩილელ ნახევარმცველს კონტრაქტი, რომელსაც 2018 წლის ზაფხულში ეწურება, კლუბისაგან ხელფასის მომატებას ითხოვს, დაახლოებით 355 000 ევროს კვირაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბავარიას“ დაახლოებით წელიწადში სანჩესის ხელფასისათვის 18 მილიონი ევროს გადადება მოუწევს.

რამდენად დათანხმდება ბავარიული კლუბი ამგვარ სიგიჟეს ძნელი სათქმელია, რადგან სტატისტიკაც კი ჩილელის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. იმ დროს როდესაც არიენ რობენი 90 წუთში საშუალოდ 10,03 კილომეტრს ფარავს, ხოლო, ფრანკ რიბერი 10,98 კილომეტრს, ალექსის სანჩესის გარბენა მხოლოდ 8,68 კილომეტრის ფარგლებშია.

თუმცა, ჩილელი თავდამსხმელი, მომავალში თავისი სიჩქარისა და დრიბლინგის მეშვეობით, თავისუფლად ჩაანაცვლებს „ბაიერნის“ ფრანგ ვინგერს ფრანკ რიბერისა და ასევე არიენ რობენს. პრემიერ ლიგაში ალექსისმა „არსენალის“ მაისურით 27 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა თავის ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერის ნახევარმცველის არტურო ვიდალის აგენტი ასევე ალექსის სანჩესის აგენტადადაც გვევლინება, რაც მოლაპარაკებების დროს შესაძლოა „ბაიერნისათვის“ მომგებიანი აღმოჩნდეს.

ალექსის სანჩესის სატრანსფერო ღირებულება 50 ათასი მილიონი ფუნტი სტერლინგია, რაც ევროში თითქმის 58 მილიონს უდრის.

transfermarkt.de ჩილელ თავდამსხმელს 65 მილიონ ევროდ აფასებს, შესაძლოა სხვა კლუბების ინტერესების გამო, რადგან ცნობილია, რომ სანჩესის დამატება თავის რიგებში „ბავარიის“ გარდა ასევე „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტის“, „პარი სენ-ჟერმენს“, „იუვენტუსს“ და „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ სურთ.

აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთი კითხვა რჩება, მზადაა თუ არა „ბაიერნი“ 28 წლის შემტევში ამხელა თანხა გადაიხადოს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.