» » „დარმშტადტისათვის“ მზადება და ხმის მიცემა ბუნდესლიგის სეზონის ნაკრებისათვის დაიწყო

„დარმშტადტისათვის“ მზადება და ხმის მიცემა ბუნდესლიგის სეზონის ნაკრებისათვის დაიწყო

4-05-2017, 00:06 dachi8 მთავარი ამბები 0

„დარმშტადტისათვის“ მზადება და ხმის მიცემა ბუნდესლიგის სეზონის ნაკრებისათვის დაიწყო
ზედიზედ მე-5-ედ ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ „ვოლფსბურგთან“ მატჩისას, კარლო ანჩელოტიმ გუნდი 3 დღე დაასვენა. ოთხშაბათს კი, მთავარი მწვრთნელი ზაბენერშტრასეზე თავის ფეხბურთელებს მიესალმა და მომდევნო მატჩისათვის მზადებაც განახლდა. ვარჯიშზე მათს ჰუმელსმა არ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც FC Bayern.tv -თან განაცხადა, რომ „მისი სხეული საკმაოდ დაიტანჯა და ჯერ არ იცის, თუ როდის შეძლებს ვარჯიშს საერთო ჯგუფში“.

8 ბავარიელია ნომინირებული

ჰუმელსი 8 „ბავარიელიდან“ ერთ-ერთია, რომელიც ბუნდესლიგაში სეზონის ნაკრებზეა ნომინირებული. თუ როგორი იქნება ბუნდესლიგის სეზონის ნაკრები, ამას გულშემატკივრები გადაწყვეტენ. ხმის მიცემა მანუელ ნოიერისთვის, ფილიპ ლამისთვის, მათს ჰუმელსისთვის, ხავი მარტინესისთვის, არიენ რობენისთვის, არტურო ვიდალისათვის, ტიაგო ალკანტარასთვის და რობერტ ლევანდოვსკისათვის შეგიძლიათ ამ ბმულზე ხმის მიცემა გადასვლით და ხმის მიცემით დააფიქსიროთ

ხმის მიცემა 21 მაისამდე გაგრძელდება. ნაკრების შემადგენლობა პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს Ultimate Team bundesliga EA SPORTS FIFA17-ის ფორმირებაში.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.