» » TZ : ზულე ანჩელოტის შესახებ საუბრობს

TZ : ზულე ანჩელოტის შესახებ საუბრობს

4-მაი-2017, 10:40
0396
საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა გერმანელი მცველი ნიკლას ზულე, რომელიც შემდეგი სეზონიდან "რეკორდმაისტერის" ღირსებას დაიცავს, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის შესახებ საუბრობს. 21 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მას ანჩელოტის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება და იგი დარწმუნებულია, რომ კარლოსთან მუშაობა, მის საფეხბურთო პროგრესს მხოლოდ წაადგება.

"ახალ მწვრთნელთან მუშაობის ფაქტს, ვუყურებ როგორც სასარგებლო მოვლენას. გასულ სეზონში მე პირველად აღმოვჩნდი მსგავს სიტუაციაში და ჩემთვის ეს რაღაც ახალი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის, საფეხბურთო პროგრესის თვალსასზრისით, ეს ცუდი ფაქტი ნამდვილად არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, იმედიანდ შევყურებ კარლოსთან მუშაობის შესაძლებლობას. იმ მწვრთნელთან მუშაობა, რომელმაც სამჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, დარწმუნებული ვარ ჩემს საფეხბურთო განვითარებას, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება"-ციტირებს მომავალი "ბავარიელის" სიტყვებს გამოცემა TZ.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნსა" და ზემოხსენებულ ფეხბურთელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ახალგაზრდა უკანახაზელი, მომავალი საფეხბურთო სეზონიდან, "ბავარიის" სრულუფლებიანი წევრი გახდება და გერმანული გრანდის შემადგენლობაში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..