» » TZ: მიულერმა რონალდუ შეაქო

TZ: მიულერმა რონალდუ შეაქო

4-05-2017, 11:16
0108
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა ტომას მიულერმა, "სამეფო" კლუბის პორტუგალიელი შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ინტერნეტ-გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, მიულერი აღნიშნავს, რომ პორტუგალიელის თამაშით მოხიბლულია და მას ფენომენალურ ფეხბურთელს უწოდებს.

"ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა ექსტრაორდინალური ფეხბურთელია კრიშტიანუ რონალდუ, როგორც მოედანზე ისე მის ფარგლებს გარეთ. ეჭვგარეშეა იგი ნამდვილი ფენომენია. იმისათვის, რომ ადამიანმა მსგავს რეზულტატს მიაღწიოს, რაღაც განსაკუთრებული უნდა მოიმოქმედოს. ცალკე აღნიშვნის ღირსია, მისი არანორმალური თამაში "მეორე სართულზე", რომლითაც უბრალოდ მოხიბლული ვარ. ის და მესი, ყველა დანარჩენზე მაღლა დგანან"-ციტირებს მიულერის სიტყვებს, ბავარიული სპორტული გამოცემა TZ.

კრიშტიანუ რონალდუ, რომლის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის ინფორმაციით, 100 მილიონ ევროს შეადგენს, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, კვლავაც ჩვეული შედეგიანობით გამოირჩევა. მადრიდის "რეალის" მაისურით, ყველა ტურნირზე ჩატარებული 41 შეხვედრის მონაცემების მიხედვით, მის ანგარიშზე 35 გატანილი გოლი და 12 საგოლე გადაცემაა აღნიშნული. 32 წლის ფეხბურთელსა და ესპანურ გრანდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..